შვეიცარიის კონფედერაცია ევროკავშირთან 7 წლის მანძილზე წარმოებულ მოლაპარაკებებს ინსტიტუციური ჩარჩო-ხელშეკრულების შესახებ წყვეტს. ამის შესახებ კონფედერაციის მთავრობამ ოთხშაბათს განაცხადა.
შვეიცარის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნაციო კასისის განცხადებით, ევროკავშირთან “არსებითი განსხვავებული შეხედულებების” დაახლოება ვერ მოხერხდა. სადავო პუნქტები ეხება “შვეიცარიის არსებით ინტერესებს” – აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, მოლაპარაკებებისთვის თავისუფალი სივრცე ძალზე შეიზღუდა.
ევროკომისიაში დანანებით აცხადებენ, რომ “ცნობად ვიღებთ შვეიცარიის მთავრობის ცალმხრივ გადაწყვეტილებას”.
ევროპული მასმედია ალაპარაკდა, რომ ბერნსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებების კრახით დასრულება “შვექსიტს” მოასწავებს. იგეგმებოდა ორმხრივი ხელშეკრულებების დადება, რომელთა ძალითაც, ევროკავშირის არაწევრი, ნეიტრალური სახელმწიფო შვეიცარია ევროკავშირზე მჭიდროდ გახდებოდა “მიბმული”.
ბრიუსელის ბიუროკრატიას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. თუმცა რა გასაკვირია – შვეიცარია ხომ საქართველო არ არის!