ნუ შევეგუებით ისეთ საქართველოს, სადაც სოხუმის და ცხინვალის გარეშე ვიზეიმებთ 26 მაისს

ნინო ბურჯანაძე – ნუ შევეგუებით ისეთ საქართველოს, სადაც სოხუმის და ცხინვალის გარეშე ვიზეიმებთ 26 მაისს.

– “დამოუკიდებლობის დღის ღნიშვნა, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს. ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს და თოთოეულ ქართველს ვუსურვებ, რომ ყველა მომავალი 26 მაისი იყოს მშვიდობიანი, ერთიანი, წარმატებული და განვითარებული, სადაც ყველა მოქალაქე თავს იგრძნობს, ღირსეული ქვეყნის ღირსეულ წარმომადგენლად. დღეს ჩვენი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი წინაპრების უმთავრესი ტკივილი დაკარგული ტერიტორიებია, რომლის გარეშეც 26 მაისის დღესასწაული სრულყოფილი ვერ იქნება. ნუ შევეგუებით ისეთ საქართველოს, სადაც სოხუმის და ცხინვალის გარეშე ვიზეიმებთ 26 მაისს. თითოეული ჩვენგანის ვალია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნოს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში” – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

წყარო: bm.ge