27 მაისს ქუთაისში გამოიდარა, დღისით +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
ასევე უნალექო დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +23 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად მზიანი დღე იქნება ზუგდიდშიც, სადაც დღის განმავლობაში +23 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
მესტიაში +20 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიან დღეს ელიან სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.
+25 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი ბაკურიანში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +27 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დროგამოშვებით მცირე ნალექია შესაძლებელი, დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. იწვიმებს ომალოში, სადაც დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.
იწვიმებს გურჯაანში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღის განმავლობაში მცირე ქარის მატებაა შესაძლებელი. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
“იმედინიუსი”