რუსეთი დაიცავს ერთმორწმუნე მართლმადიდებლებს – სერგეი ლავროვი

“რუსეთის ფედერაცია არ ერევა ეკლესიის საქმეებში, მაგრამ დაიცავს ერთმორწმუნეებს მის საქმეებში სხვა სახელმწიფოების ჩარევისგან”, _ განაცხადა ფორუმ “ახალი ცოდნის” მიმდინარეობისას რფ–ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

“ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა ტრამპის პრეზიდენტობისას შექმნეს რელიგიის თავისუფლების სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია, რომელიც მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ ცდილობს, განხეთქილება შეიტანოს მართლმადიდებელი ხალხების, მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობაში. თქვენ ნახეთ, რაც მოხდა უკრაინაში, როცა გამოიყენეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი, აბსოლუტურად არადამოუკიდებელი ადამიანი, და ისიც გასაგებია, რომ ეს ინსტრუმენტი ხელთ აქვთ მათ, ვისაც სურს, მართლმადიდებლობის პოზიციებს ძირი გამოუთხაროს.

ანგრევენ სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ხლეჩენ მის კანონიკურ ტერიტორიას, ერჩიან ანტიოქიის პატრიარქატს და ლიბიის ეკლესიასაც. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა”, _ განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

“ჩვენთან სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში, მაგრამ, როდესაც სხვა სახელმწიფოები ერევიან რუსეთის მართლმადიდებელი ელესიის, მისი მეგობარი ეკლესიების საქმეებში, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი ერთმორწმუნეებისა და თანამოაზრეების ინტერესები”, _ დასძინა მინისტრმა.

წყარო