საბჭოური განათლება გაცილებით ეროვნული იყო, ვიდრე დღევანდელი ტროცკისტული განათლების სისტემა – ვაჟა ოთარაშვილი

თეოლოგიის დოქტორი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი გაზეთ “საქართველო და მსოფლიო”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განათლების სისტემაზე საუბრობს:

ქართულ განათლებაზე ერთი რამ შეიძლება დანამდვილებით ვთქვათ: ეს სისტემა უკვე დანგრეულია ლიბერალურ-ტროცკისტული ძალების მიერ. პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ სააკაშვილის მოსვლამდე, 2000 წელს, და მერე, როცა ნაციონალებმა ხელისუფლება ოფიციალურად ჩაიბარეს, კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდა.

რაც შეეხება გვარამიას, რომელიც დღეს ლოყებს იხოკავს და თურმე ძალიან გულდათუთქულია იმით, რაც ამ სისტემაში ხდება, ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი, მხოლოდ შევახსენებ საზოგადოებას, რომ მას, ისევე, როგორც ნამინისტრალ ალექსანდრე ლომაიას, დიმიტრი შაშკინსა და სხვა მსგავს ნაცარამზადებს, თავის დროზე უზარმაზარი “წვლილი” მიუძღვით ქართული განათლების დასამარებაში; ეს ხომ ყველამ ვიცით?! გამომდინარე აქედან, ეს ოდიოზური სახეები რომ დღეს განათლების სისტემაში რაღაც პრობლემებზე გვესაუბრებიან, ცინიზმია და სხვა არაფერი.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როცა ახალგაზრდებში ქურდული მენტალიტეტის არსებობაზე, როგორც საფრთხეზე, გვესაუბრება ხალხი, რომელიც იმავე ახალგაზრდების ცნობიერებაში მამათმავლობის ნორმად დამკვიდრებას ცდილობს. ქურდობა ნამდვილად ჯობია პედარასტობასა და ლესბოსელობას. ეს ვინმემ ისე კი არ უნდა გაიგოს, თითქოს მე ქურდულს “ვაწვები”, ღმერთმა დამიფაროს!

ორივე ცოდვაა და ეს სახარებაში ნათლად წერია, მაგრამ იქ, სადაც ქურდობა ცოდვაა, და არის ნამდვილად, არ შეიძლება, მამათმავლობა ნორმად წარმოჩნდეს…

სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი: საბჭოური განათლება, წმინდა ქართული გადმოსახედიდან, გაცილებით ეროვნული იყო და ეროვნულ ცნობიერებას უღვივებდა ბავშვს, ვიდრე დღევანდელი ტროცკისტული განათლების სისტემა, თავისი სულელურ–აბსურდული, არაფრის მომცემი უნარ–ჩვევების გამოცდებით.

ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლურმა ცივილიზაციამ გადათელა მაღალი სულიერების მქონე კულტურები, მათ შორის საქართველოც… სამწუხაროდ, დასავლური ცივილიზაციებისგან დღეს ჩვენ ახალ მეცნიერულ მიღწევებსა და საგანმანათლებლო პროგრესს კი არ ვიღებთ, არამედ მხოლოდ ჩვენი სულიერებისა და ეროვნული ცნობიერებისთვის დამანგრეველ უარყოფით ტალღებს. და ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი მართლმადიდებელი ერი.

სხვათა შორის, მინდა, მკითხველს შევახსენო, რომ 200 წელი ჩვენ ვიყავით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთიც იყო მართლმადიდებელი სახელმწიფო და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები ერთი გვქონდა, ჩვენ მან ვერ შეგვცვალა. ეს შეეხებოდა ქორწინების, დაკრძალვის, ყოფა-ცხოვრებისა და სხვა წესებს, ხოლო ევროპა არის კათოლიკური, კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა კი ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

არაფერს ვამბობ ამერიკაზე. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთვის, ქართველებისთვის, მიუღებელია ისეთი ცნობიერება, რომელიც თანხვედრილი არ არის მართლმადიდებლობასთან. ამას განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა. ეს ერთი. მეორე _ მინდა, ვკითხო იმ ლიბერალურ მედიასაშუალებებს, რომლებიც ვითომ პროდასავლურობის მანტიას ამოფარებულნი 24-საათიან რეჟიმში მამათმავლობის პროპაგანდას ეწევიან: ვინმეს გინახავთ დედაკაცების საშოს საშოზე ხახუნით ან უკანალიდან გამრავლებული კაცობრიობა?! ეჭვი მეპარება! გამომდინარე აქედან, თუ ჩვენ ბავშვებს ვუშლით ქურდულ მენტალიტეტს, ასევე უნდა ვუთხრათ სიმართლე მამათმავლობაზეც.

დაუშვებელია, რომ ქვეყანა, რომელშიც ქრისტეს კვართია დავანებული, პროპაგანდას უწევდეს ამ გარყვნილებას. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ იმ ფონზე, როცა დემოგრაფიულად კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, ფიზიკურად გაგვანადგურებს ეს მიდგომა…