თბილისელებს გაზის ტარიფი კატასტროფულად გაუძვირდა

ბუნებრივი გაზი “თბილისი ენერჯის” მომხმარებლებისთვის 7.834 თეთრით გაძვირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სამომხმარებლო ტარიფების ზრდა თავად კომპანიის მოთხოვნით მოხდა.

შედეგად 1 ივნისიდან ქვეყანაში ახალი ტარიფი იმოქმედებს და 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46.138 თეთრის ნაცვლად 53.972 თეთრი ეღირება.

ტარიფის ცვლილება გამოიწვია ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტის- გაზის მიწოდების ზღვრული ტარიფის ცვლილებამ, რომელიც 26.810 თეთრიდან 33.449 თეთრამდე გაიზარდა. ტარიფის ცვლილების ძირითადი მიზეზი კი ლარის კურსია. 2019 წელს დადგენილი ტარიფში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.97-იან ნიშნულზე იყო, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კი ტარიფში ლარის კურსი 3.37-იან ნიშნილზე გაითვალისწინეს.

ახალი ტარიფები 1 ივნისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს.

 

“რეზონანსი”