ბელარუსთან მიმართებაში სანქციებით უფრო სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ – ჟოზეფ ბორელი

სანქციებით უფრო სწრაფი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. სამუშაოები უკვე დაწყებულია და საბჭო დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ლისაბონში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

რასაკვირველია ბელარუსის საკითხი განვიხილეთ – ათენიდან ვილნიუსამდე მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმა, რომელსაც ბელარუსის რეჟიმმა მინსკში იძულებით დასმის მიზნით მიმართულება შეუცვალა. როგორც ევროპულმა საბჭომ განაცხადა, ეს მიუღებელია. ლიდერების მიერ გაკეთებული დასკვნები ნათელია. როგორც იცით, ევროპული საბჭო არ ღებულობს გადაწყვეტილებებს, ის მხოლოდ მითითებებს იძლევა და ეს მითითებები ევროკავშირის ორგანოების, განსაკუთრებით კი საგარეო საქმეთა საბჭოს, მიერ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებად უნდა იქცეს. სანქციებით უფრო სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ და საბჭო დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.