ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გიორგი გახარიას გუნდს უერთდება – ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!“- წერს აბაშიშვილი სოციალურ ქსელში.
წყარო: ptn.ge