დიასპორის თითოეული წარმომადგენელი არის ელჩი იმ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს, ელჩი და სახე ჩვენი ქვეყნის – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ძლიერები, წელში გამართულები იყვნენ.
– „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ისინი ვიხილოთ ძლიერები, წელში გამართულები, რადგან ზუსტად ასევე დაინახავს ყველა საქართველოს, როდესაც შეხედავენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს“ – განაცხადა კახა კუჭავამ.
წყარო: newposts.ge