” რიონის ხეობის მცველების” გამარგინალების მცდელობა, ქოცხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნად დაუჯდება, რადგან – “ხალხის ნების ძალით დათრგუნვას, ხალხივე არ აპატიებთ” – და ხმების 43%-ს კი არა, 33%-საც ვერ აიღებენ!
2022 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კი, მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსით და კრიმინალურ სამყაროს მხარდაჭერით, ქოცები ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ! ქოცებს კისერიც უტეხიათ, მაგრამ, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ მომავალ წელს ქოცები ნაცებმა შეცვალონ, ანუ ბიძინას ბანდა მიშას შაიკამ ვერ უნდა ჩაანაცვლოს! ამიტომაა აუცილებელი არაპარტიული, ერთიანი საერთო-სახალხო გაერთიანების არსებობა, რომელსაც შეეძლება მოჯადოებული ქოცნაცური პოლიტიკური სისტემის, მანკიერი ერთპარტიული მმართველობის დამარცხება! მისი დემონტაჟი კი შესაძლებელია, მხოლოდ – სახალხო რევოლუციის გზით, – რომელიც დანიშნავს დროებით მთავრობას და სრულიად ახალი საარჩევნო კოდექსის საფუძველზე ჩაატარებს მაჟორიტარულ არჩევნებს, სადაც პოლიტპარტიებს უფლება ექნებათ წარადგინენ მათი წევრები მაჟორიტარულ ოლქებში, ისევე როგორც არაპარტიულ საინიციატივო ჯგუფებს! ახალმა სახალხო პარლამენტმა უნდა მიიღოს საქართველოს ახალი დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც სრულად და ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს ქართველი ერის, საქართველოს ყველა მოქალაქის ეროვნულ და სახელმწიფო ფუნდამენტალურ ინტერესებს!!!”
პოლიტოლოგი, ჯუმბერ კირვალიძე