“ლელო“ ნამახვანჰესთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტის წევრებს პარლამენტში იბარებს

„ლელო“ ნამახვანჰესთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძე ამბობს, რომ „ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, მაგრამ არა ასეთი დაპირისპირები და ბარიკადების ფონზე. იგი ყველა მხარეს პარლამენტში მშვიდობიან ლაპარაკს სთავაზობს.

„ქვეყანაში მიდის ცხარე დისკუსია აშენდეს თუ არა “ნამახვანჰესი“. ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” და პარტია “ლელოს” პოზიციაა, რომ დიახ, უნდა აშენდეს მაგრამ არა ისე, როგორც ეს ხდება დღეს, არა ბარიკადების ფონზე, არა ძალადობის და დაპირისპირების ფონზე, არამედ, უნდა აშენდეს იმ მდგომარეობაში, როცა ეს ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე, იმ გარემოზე იქნება ორიენტირებული და ეს პროექტი იქნება განხორციელებული საერთაშორისო ძალიან მაღალი სტანდარტით.

წყარო: itv.ge