პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო ინტერესი, რომ საარჩევნო კოდექსზე კომპრომისი მოიძებნოს – კახა კუკავა.
პარლამენტის თავმჯდომარისა, კახა კუჭავასა და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეხვედრა, სადაც საარჩევნო კოდექსს განიხილავდნენ, დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, „თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარისგან გამოითქვა სურვილი, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, კომპრომისი მოიძებნოს.
„მთავარია, რაც ჩვენ დავინახეთ, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო ინტერესი, რომ ამ საკითხებზე კომპრომისი მოიძებნოს. ბუნებრივია, ის დღეს ერთპიროვნულად პასუხს ვერ გაგვცემდა და ამასთან დაკავშირებით უმრავლესობაში მან კონსულტაციები უნდა გაიაროს. რამდენად შეძლებს საკუთარი თანაგუნდელების დარწმუნებას, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ხმაც გათვალისწინებული იყოს, უახლოეს დღეებში დავინახავთ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი,”- განაცხადა კუკავამ.
შეგახსენებთ, არასაპარლამენტო ოპოზიციის წინადადებებს, რომელიც დღეს კახა კუჭავას წარუდგინეს, 11 პარტია აწერს ხელს.
ძირითადი შენიშვნები ეხება არჩევნებში ბლოკების მონაწილეობის საკითხს, დაფინანსების წესს. ასევე, ხელმომწერები ითხოვენ, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის მაჟორიტარული კანდიდატებისთვის 50-%-იანი ბარიერი დაწესდეს და კვალიფიციური სტატუსი დაუბრუნდეთ იმ პარტიებს, რომლებმაც ბარიერი გადალახეს.
წყარო: itv.ge