რა ქენით ქართველნო იზეიმეთ მაღალ დონეზე დამოუკიდებლობის დღე? ხომ მოგილოცეს დამოუკიდებლობა იმათმა ვისზეც დამოკიდებულები ხართ.
ბოლო ბოლო ბაიდენმა მოგილოცათ დამოუკიდებლობა და ანჟეი დუდა პირადად ჩამობრძანდა რომ თქვენთვის დაემტკიცებინა რა დამოუკიდებლები და თავისუფლები ხართ და კიდე არ გჯერათ? დაგაჯერათ, დაგაჯერათ…. მაგრამ მაგათი თანხმობის გარეშე ტუალეტშიც რომ ვერ გადის ჩვენი მთავრობა მთლად რომ ჩაისვარონ ესეც ხომ კარგად იცით?!
პური არ იყო თორემ სანახაობა კარგი ჩაატარეს. სამხედრო აღლუმი. გენერლის დაკრძალვა მთაწმინდაზე…. ერთი კი მოგხვდათ ყურში უმაღლესი მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილიო რომ თქვეს აღლუმზე, მაგრამ რას იზამთ. გიორგი სააკაძის და მაია წყნეთელის ქვეყანაში (მეტს არ გავაგრძელებ) სალომე რომ იქნება მთავარსარდალი.
სააკაშვილის, მარგველაშვილის და სალომეს შემდეგ თაკო ჩარკვიანიც რომ დასვან პრეზიდენტად არ გაგიკვირდეთ. ადამიანმა ესპანური არ იცოდეს და ესპანური ენის კათედრის გამგედ წავიდეს ასეთი რამ საქართველოში მოხდება მხოლოდ. ღვთისმშობლიდან დალოცვილები თუ ვართ, ვინ დაგვწყელა ასე ერთი ნორმალური პრეზიდენტი არ გეღირსოთო?!
გიორგი კვინიტაძე ნაომარი მაინც იყო და სამხედრო საქმე ესმოდა სალომესგან განსხვავებით. მართალია ხან რუსული იმპერიალიზმის ხან კიდევ დასავლური იმპერიალიზმის სასარგებლოდ ომობდა…. ხო მართლა სამებაში საშვის გარეშე შესვლა რატომ იყო აკრძალული სერგო ორჯონიკიძეს და ფილიპე მახარაძეს ხომ არ მოელოდა ვინმე კვინიტაძე რომ ხელმეორედ გაეგდო მშობლიურ დასავლეთში?
ისე ნამეტანი სამხედრო აღლუმმა არ გაგიტაცოთ. დამოუკიდებლობის დღეზე აღლუმებს ავღანეთიც ატარებს, გაბონიც, სუდანიც, სომალიც, უზბეკეთიც…. მაგრამ ჩინეთს რომ არა აქვთ დამოუკიდებლობის დღე როგორაა მათი საქმე დაპყრობილია ისევ იაპონელების მიერ? არც იაპონელებს რომ არა აქვთ დამოუკიდებლობის დღე და არც საფრანგეთს რას ზეიმობენ ნეტავი. არ გეცოდებათ საწყლები კვლავ რომ დაპყრობილნო არიან? სამაგიეროდ ამერიკელებს ხომ აქვთ დამოუკიდებლობის დღე და ჩვენ მეგობარ ოკუპანტებსაც. მაგრამ ეს რუსები ვისგან დამოუკიდებლობას ზეიმობენ ნეტავი. ქართველებისგან? ჩვენ კი რუსებისგან… მაგარი სიმბიოზი გამოვიდა.
ირაკლი დოჭვირი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი