საჯარო შეფასებებში ყალბი პათეტიკა სჭარბობს და სიყალბის მყრალი სუნი ასდის…- დემურ გიორხელიძე

ექსპერტი ეკონომიკის საკიტხებში დემურ გიორხელიზე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ყველა ადამიანი იმას აკეთებს საჯარო საქმეში ყოფნისას, რასაც მისი აღზრდა, განათლება, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა კარნახობს!
ვიღაცას გამოსდის ეს მსახურება – ვიღაცას არა!
საჯარო საქმეში ყველა დიდი შედეგის მომტანი თანამდებობის პირის საქმიანობა დაფასებული უნდა იქნას, – ეს სამართლიანობის მოთხოვნაცაა და სტიმულიც ახალი თაობისათვის!
მაგრამ როცა პოლიტიკური (და უფრო პოლიტიკანური) მიზნით ყალბი, – საუკეთესო შემთხვევაში, გადაჭარბებულად მაღალი შეფასებები კეთდება, –
ეს ”თეთრი ძაფით” ნაკერს ემსგავსება –
საჯარო შეფასებებშიც ყალბი პათეტიკა სჭარბობს და
სიყალბის მყრალი სუნი ასდის და, რაც უფრო უარესია,
მაღალჩინოსნებს ცუდ მაგალითს აძლევს: მათაც რჩება შანსი გადაჭარბებულად შეფასებული იქნას მათი საქმიანობა!
რისთვის დავწერე ეს?!
ცხადია, გენერალი გიორგი კვინიტაძე ყველა თავისი თვისებითა და საქმიანობით, აღზრდითა და შინაგანი კულტურით მთელი თავით მაღლა დგას ქაქუცა ჩოლოყაშვილზე, თუმცა, გმირი არ არის და ვერაფრით იქნება!
მთავრობა, რომელმაც ქვეყნის თითქმის 33%-ზე ცოტა მეტი ტერიტორია დაკარგა, – მისი ერთ-ერთი მინისტრის საქმიანობა ვერაფრით გაქაჩავს გმირობამდე!
ეს არის სიყალზე!
ისეთივე სიყალბე, როგორ სიყალბეშიცაა გახვეული 1918-1921 წწ. საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი მთავრობის საქმიანობა!
სიყალბეში გახვეული,
მაგრამ სიყალბე ვერასდროს დაიფარება!
ასე, რომ თუ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეროვნული გმირობა საერთოდ კურიოზია, – თუმცა, ეს მას არ შეურაცხყოფს, – საკმაოდ პრობლემური ბუნებისა იყო,აი, გენერალი გიორგი კვინიტაძე კი არ იმსახურებდა მისი სახელის ასე გაბუქებას.
ვფიქრობ, მას ეს არ მოეწონებოდა!
მაგრამ პოლიტიკანებს სხვა მიზები აქვთ!
პოლიტიკანების მიზნები ყოველთვის პოლიტიკანურია
და
სხვაგვარი ვერ იქნება!