საინტერესოა, ქართველი კაცი, უფრო ბევრის ამტანია თუ – ქართული მიწა, თქვენ როგორ ფიქრობთ???….
ეს, სკივრებმოკიდებული ნოეს გენერლის – ჩამოსვენებასთან დაკავშირებით გამახსენდა მაგრამ, ის ფაქტი, რომელიც დაიდო, 1920 – ი წლის 7 მაისს, – რუსეთ – საქართველოს ხელშეკრულებით, სოჭი რომ მიეკუთვნა – რუსეთს, და ეს რომ, საქართველოს – ,,დემოკრატიული რესპუბლიკის, დიდი ავტორიტეტების“, – ნოესა და მის ძმადნაფიცების ნება – სურვილით რომ მოხდა, ჩვენი დღევანდელი ,,დიდი მთავარსარდლის“, ფრანგული ყაიდით მოწყობილ და ,,განსწავლულ“ გონებას, არ სმენია ნეტავი არასოდეს???…. ხელშეკრულების 3 – მე მუხლის დასაწყისშივე, მაშინვე განსაზღვრულა რომ, ,,საზღვარი გაივლის – შავი ზღვიდან – მდინარე ფსოუს გასწვრივ – ახახჩის მთამდე, შემდეგ კი – აღმოსავლეთითო“ – უნახია საერთოდ ის ხელშეკრულება, მთიულური ხინკლის ცომივით რომ, ბრტყელ – ბრტყელებს ლაპარაკობს – ,,დიდი მთავარსარდალი”???….
სოჭი – იმ ხელშეკრულების თანახმად, იმ დროს ამოწერეს, – საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობიდან – ,,ანექსირებულმა დარბაისლებმა“…. კიდევ ვიმეორებ – საქართველოს ,,დემოკრატიული რესპუბლიკის“ ხელისუფლების – ნება – სურვილით მოხდა – ყველაფერი…. გამოძვრება ვიღაც, კეკლუცი ტვინშერყვნილი დროდადრო და ამტკიცებს, ნოეს – ,,დემოკრატიული რესპუბლიკის“, ერთა ლიგის მიერ აღიარებული საზღვრების – მზომავ კარტოგრაფის ოსტატობას, და ამტკიცებს – ,,მუსიე“ ნოეს ნასიზმრალს…. სალომეს გერებო, თქვენ არ იცით რომ, საქართველოს – ,,დემოკრატიული რესპუბლიკის“, ვითომდა – ,,ერთა ლიგის მიერ აღიარებული“ საზღვრები, არც – საქართველოს მიერ, და არც რომელიმე – სხვა სახელმწიფოსგან, არასოდეს არ აღიარებულა???…. ,,ერთა ლიგას“, ვინ კითხავდა, და თუნდაც რომელიმე სხვა – საერთაშორისო ორგანაზაციას – რომელიმე სახელმწიფოს საზღვრების აღიარებას. რატომ ვინ კითხავდა???; იმიტომ რომ, სახელმწიფოს საზღვრებს, მარტო – სახელმწიფოები აღიარებენ – აი მაგიტომ…. ,,სხივმოფენილებო“, აბა მაშინ, კიდევ დამისახელეთ, რომელიმე ისტორიული ფაქტი, ანდა – დოკუმენტი, რომლითაც – ,,ერთა ლიგამ“, აღიარა – საქართველოს, ან – ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს საზღვრები.
სოჭი, საქართველომ – თვითონ გადასცა – რუსეთს, 1920 – ი წლის 7 – ი მაისის ხელშეკრულებით, და ერთა ლიგამ – ვაიმეო???; გასულელებულა ,,მუსიე“ ნოე – მთელი თავისი ამფსონებით, ქართველ ხალხსა და მის შთამომავლობას, რა პასუხს გასცემსო, და მეო – არ ვცნობო, მის ამ – სულელურ გამოხტომასო???….
ვთქვათ, – ბათუმი, ყარსი, და არდაგანის ოლქები, 1918 – ი წლის, 3 – ი მარტის – ბრესტ – ლიტოვსკის ზავის ხელშეკრულებით – გერმანიამ, კი არ წაართვა – რუსეთს, არამედ უშუალოდ – ოსმალეთის იმპერიამ. მაგრამ – ფაქტი ხომ – ფაქტად რჩება რომ, 1918 – ი წლის 28 – ა მაისის, გერმანია – საქართველოს, 1918 – ი წლის 28 – ა მაისის – მფარველობის ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველომ – თვითონ განაცხადა რომ: ,,საქართველო ცნობს – ბრესტ – ლიტოვსკის ხელშეკრულებას, როგორც – გერმანიის იმპერიასთან თავდახრილობის საფუძველსო“; კი, პირდაპირ ამ სიტყვებითაა დაწერილი – თავდახრილობისო…. ანუ საქართველომ, თვითონ ცნო, 1918 – ი წლის, 3 – მი მარტის – ბრესტ – ლიტოვსკის ხელშეკრულება, და ამ ნაბიჯით – იმდროინდელმა მედასავლეთეებმა, თვითონვე ,,მოაწესრიგეს“ – საქართველოს ისტორიული ტერიტორიების გადაცემაც – გერმანიის მოკავშირის – ოსმალეთის იმპერიის სასარგებლოდ.
ასევე, 1918 – ი წლის, 4 – ი ივნისის – საქართველო – ოსმალეთის ხელშეკრულებით, საქართველომ – თვითონ აღიარა – ტაო – კლარჯეთის, ბათუმის, ახალქალაქის, და ახალციხის გადაცემა – ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში…. და ყოველივე ამის შემდეგ, ერთა ლიგამ რაო, მეო – სკივრაკიდებულ ,,მუსიეს“ – ამ გამოხტომის აღიარებას, მირჩევნია – უწინამც დღე დამელიოსო???….
ცნობისათვის და ცოდნისათვის: პარიზში ჩასვლისას, ჟორდანია მიუღია – საფრანგეთის იმდროინდელ პრემიერ – მინისტრს – ბრაიანს, რომელიც დაინტერესებულა ქართველი ემიგრაციის საარსებო სახსრებით, რაზედაც ჟორდანიას უპასუხია: ,,თან მოგვაქვს მთავრობის ხაზინა, ცოტა ხანს ამით გავიტანთ თავს. ვაპირებთ – სამუზეუმო ვერცხლის გადადნობას და გაყიდვას, ერთ ხანს ესეც შეგვეშველებაო“. შემდეგ – ელიგულაშვილს, ნოეს დავალებით, პარიზის – ,,გარდენბელიდან“, გამოუტანია განძეულობა, გადაუდნიათ ეროვნული განძეულის – ჯერ რაღაც ნაწილი, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ვერცხლეულიც ზედ მიუყოლებიათ, და გაუყიდიათ 1.500.000 ფრანკად. ამ თანხიდან, შეუტანიათ ხაზინაში – განძეულის შენახვისათვის ყოველწლიური გამოსაღები 2500 – ი ფრანკი, და უყიდიათ – ლევილის მამულიც – თავიანთი მომავალი რეზიდენციისათვის. მითუმეტეს ასეთი ვერაგული ღალატისა – ქართული წარსულისა და ხალხის მიმართ, ბოროტი ენების მიერ გავრცელებული ჭორები, თითქოს სტალინმა, ჯეროვნად არ დაუფასა რაიმე – თაყაიშვილს, არის – ტყუილი. ნაცვლად განძის გატაცებაში – აქტიური მონაწილეობისა, და დანიავება – გაყიდვისათვის, სასჯელის მიღების მაგივრად, მიაგეს მას, ზომაზე მეტი პატივი, და მის მიმართ – საბჭოთა მთავრობამ, გამოიჩინა მართლაც რომ დიდი ჰუმანურობა. პარიზიდან – სამშობლოში, თაყაიშვილის დაბრუნება, განხორციელდა – სახელმწიფო ხარჯებით. თბილისში ჩამოსვლისთანავე, ქალაქის პრესტიჟულ რაიონში, მას გამოუყვეს – ავეჯითა და ყველა საჭირო საოჯახო ივენტარით და ნივთებით გაწყობილი – ბინა. 1945 – ი წლის 11 თებერვალს, საქართველოში დაბრუნებული თაყაიშვილი, უკვე იმავე წლის 10 მაისს, არჩეული იქნა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის – პროფესორად, და 1946 – ი წლის დასაწყისში, აირჩიეს – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის – აკადემიკოსადაც. საფრანგეთში დამუშავებული ყველა მეცნიერული ნაშრომი, რომელთა გამოცემაც მან პარიზში ვერ მოახერხა, საქართველოში, – სტალინის ბრძანებით, უკლებლივ სახელმწიფოს ხარჯებით გამოსცეს….
ეხლა თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, და შეადარეთ, ჟორდანიას – ,,დემოკრატიული საქართველოს“ სიცოცხლისუნარიანობა, და სტალინის საბჭოეთის წიაღში განვითარებული – საბჭოთა საქართველო, და დღესდღეობით, 26 მაისს – საქართველოს მოსპობისადმი და სულიერი განადგურებისადმი დაარსებულ დღეს, აცხადებენ – თავისუფლებისა და ერის მომავლის სიმბოლოდ….
პუბლიცისტი, ბესო ძნელაძე (ბესო ბესო); სოციალური ქსელი