სოჭში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს – განცხადებები პრესისთვის დაგეგმილი არ არის

სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა მიმდინარეობს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ბელარუსის ლიდერის პრესსამსაუხურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მანამდე კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებები პრესისთვის დაგეგმილი არ არის.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინი და ლუკაშენკო ორმხრივი კავშირების განვითარების აქტუალურ საკითხებს და ორ სახელმწიფოს შორის ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.

პესკოვის თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების მოლაპარაკებები ჯერ კიდევ „რეინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინციდენტამდე ჩაინიშნა, თუმცა სავარაუდოდ პრეზიდენტები შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხს გვერდს არ აუვლიან.