გახარია დღეს პარტიის პრეზენტაციას გამართავს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დღეს დაფუძნდება.

ღონისძიება 17:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ შენობაში გაიმართება. თუ ვინ შეუერთდება გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებას, დღეს გახდება ცნობილი.

გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანება დაადასტურა ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.