გიორგი გახარიას ყველაზე ლიდერული საქციელი იყო ხელების დაბანა და გადადგომა – გიგა ბოკერია

– ”გახარიას ყველაზე ლიდერული საქციელი იყო ხელების დაბანა და გადადგომა” – აღნშნული განცხადება “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “პოლიტიკურ პარასკევში” გააკეთა.

“აღმოჩნდა, რომ გახარიას კრიტიკულ სიტუაციებში ლიდერის თვისებები არ აქვს და ყველაზე ლიდერული საქციელი იყო ხელების დაბანა და გადადგომა, როცა თვითონ მთავარი პირი იყო, ეგ ხალხი არ იქნება ფაქტორი.

ფაქტორი იქნება დემოკრატიულ ოპოზიციაში, ყველა ფუნდამენტური განსხვავებების და სიმპათიის, ზოგ შემთხვევაში, ნაკლებობის მიუხედავად, გონივრული შეფასება ვითარების და კოორდინაცია, ერთიანობაში იგულისხმება, იმის დემონსტრაცია, რომ ამ ძალებს შეუძლია მომავალ კოალიციურ მთავრობაში მართვა” – განაცხადა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, დღეს საქართელოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებს.

წყარო: ptn.ge