ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ინდური შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე ბრიტანული.
მისივე თქმით, ინდური შტამი მეტად აზიანებს ბავშვებს და ახალგაზრდებს.
“პირველი შთაბეჭდილებებით, ინდური შტამი შესაძლოა, უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე ბრიტანული, ასევე უფრო გადამდებია ვიდრე ბრიტანული და უფრო გადამდები ვიდრე სტანდარტული ჩინურ-ევროპული.
ის ასევე მეტად აზიანებს და შეუძლია დააინფიციროს ბავშვთა და ახალგაზრდა ასაკის პირები, სავარაუდოდ, სადაც ინდური შტამია, იქ ინფექციის გავრცელება უფრო სწრაფია. კლინიკური დაკვირვების საფუძველზე ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ დიახ, ინდური შტამი შეიძლება მიმდინარეობდეს უფრო მძიმედ, ამიტომ საჭიროა მეტი სიფრთხილე” – აცხადებს ცერცვაძე.
“პრაიმტაიმი”