კარგი იქნება, თუ გახარია ხმებს წაართმევს და”ქართული ოცნება” 43%-ს ვერ გადალახავს

კარგი იქნება, თუ გახარია ხმებს წაართმევს და ”ქართული ოცნება” 43%-ს ვერ გადალახავს – პეტრე ცისკარიშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას ოპოზიციაში ეხმაურებიან.​

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ გიორგი გახარია “ქართულ ოცნებას” ხმებს წაართმევს.

“გახარია ჩვენთვის კონკურენტი ნამდვილად არ არის. თავის ხმების უმრავლესობას ის “ქართული ოცნებიდან” დაიწყებს.

ასევე, დააჯდება ირმა ინაშვილის პარტიის ხმებს. კარგი იქნება თუ ადგილორბივ არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” ხმებს ჩამოაჭრის, შემდეგ მათ გაუჭირდებათ 43% მოგროვება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაყალბებას კვლავ ეცდებიან” – აღნიშნა ცისკარიშვილმა “რუსთავი 2”- თან.

წყარო: ptn.ge