ლიეტუვა ქვეყნიდან ორ ბელარუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“დღეს, 28 მაისს, ლიეტუვაში ბელარუსის საელჩოს წარმომადგენელი გამოვიძახეთ და დიპლომატიური ნოტა გადავეცით, რომლითაც საელჩოს პერსონალის ორი წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა“ – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ აქვთ შვიდი დღე, რათა დატოვონ ლიეტუვა.
“ეს გადაწყვეტილება სოლიდარობის გამოხატვაა ლატვიასთან“ – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ბელარუსმა დაუსაბუთებლად გააძევა ლატვიის საელჩოს თანამშრომლები მინსკში.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე რომან პროტასევიჩის, სოფია საპეგასა და სხვა პოლიტპატიმრებისა და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვა.
წყარო: newposts.ge