მძღოლი, რომელიც დიდ დიღომში მსუბუქი ავტომანქანით ავტობუსს შეეჯახა, პოლიციამ დააკავა და დააჯარიმა, ამის შესახებ “კურიერს” შსს-ში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და, ასევე, მართვის მოწმობა არ ჰქონდა.
შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსის მძღოლმა მუშაობა დაასრულა და ავტოფარეხის მიმართულებით მიდიოდა. მსუბუქი მანქანის მძღოლმა მიმალვა სცადა, მას პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი დაედევნა.
წყარო: newposts.ge