მონა ქვეყანას ვერ მართავს, რადგან დღეს ერთის მონა, ხვალ სხვისი მონა იქნება – ჭიჭინაძე გახარიაზე

“თუ გახარია თავს წარმოგვიჩენს, რომ ის იყო მონა და შესაბამისად, მონური გადაწყვეტილებების შემსრულებელი, მონა ქვეყანას ვერ მართავს” – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

– “თუ გახარია თავს წარმოგვიჩენს, რომ ის იყო მონა და შესაბამისად, მონური გადაწყვეტილებების შემსრულებელი, მონა ქვეყანას ვერ მართავს, რადგან დღეს ერთის მონა, ხვალ სხვისი მონა იქნება. ხოლო, თუ თავად მიიღო ის გადაწყვეტილებები, მაშინ იმ გადაწყვეტილებების სისწორე დაგვიმტკიცოს, ხალხს აუხსნას და დაარწმუნოს პირველ რიგში.

მოკლედ, გახარიამ კითხვებსაც უნდა გასცეს პასუხი და რაღაც აუცილებლად უნდა მოინანიოს კიდეც, თორემ ის წყვილი თვალი, რომელიც გვიყურებს, მას გულწრფელობას ვერასოდეს გამოაპარებ და თვალისჩამპაჭუნებელი გახარია კი ყველას ახსოვს.

ყველაზე დიდი თავის ტკივილი მაინც ქართული ოცნებისთვის იქნება” – აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.

წყარო: ptn.ge