ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
გმირი მელია აღარ გახსოვთ, ხო?!
მანამ, სანამ თქვენ მზერა გახარიასკენ გქონდათ მიპყრობილი და მისი პარტიის ლოგოს ავ-კარგიანობას არჩევდით… მანამ, სანამ თქვენ ჰესების მშენებლობების სპეციფიკაზე მსჯელობდით, ამ ადამიანმა რკინის ქალამნები ჩაიცვა, რკინის ჯოხი აიღო და ფეხით შემოიარა მთელი დუნია. მეო, ჩემ თაყვანისმცემლებს უნდა ვკითხო, შევიდე თუ არა პარლამენტშიო.
ჰა, ჰა, ჰა!
შეხვედრები ჰქონდა, ნუ იტყვით – გადაჭედილი ქუჩები, გადავსებული სტადიონები, ველ-მინდვრები, ბაღ-ვენახები და… ვაშააააა! ჯოს… ჯოს… ჯოს!!!
მიუხადევად ასეთი გარჯისა და ოფლის ღვრისა, მაინც ვერ გადაწყვიტა, უნდა შევიდეს თუ არა.
ვერც გადაწყვეტს, სანამ კიეველი ,,უმფროსი” არ ეტყვის!
შე ჩემა, გინდა შედი, გინდა – გამოდი, ფეხებზე არა გვკიდია?!