აშშ 2022 წელს საქართველოს $88 მილიონს გამოუყოფს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო ბიუჯეტის დოკუმენტშია ნათქვამი.
„ეს დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მის შედეგობას კრემლის დამანგრეველი გავლენის წინააღმდეგ.
დაფინანსება დაეხმარება საქართველოს ინსტიტუციურ გაძლიერებას და დაბალანსებას და გააძლიერებს კანონის უზენაესობას; კიდევ უფრო განავითარებს სამოქალაქო საზოგადოებას; გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, დაბალანსებულ და სანდო მედიაზე; წაახალისებს პოლიტიკურ პლურალიზმს; ხელს შეუწყობს შერიგების მცდელობას, აფხაზეთის ჩათვლით; გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას;
წაახალისებს რეფორმებს, რომელიც აუცილებელია შიდა ეკონომიკური განვითარებისთვის; გააძლიერებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას და მიიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
წყარო: itv.ge