ამ არალეგიტიმურ პარლამენტში “ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი ესაქმება – გიორგი ბარამიძე

– “ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, არალეგიტიმური იყო 2020 წლის არჩევნების შემდეგაც და დღესაც არალეგიტიმურია. ჩემი აზრით, ამ არალეგიტიმურ პარლამენტში “ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი ესაქმება” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად მესმის საპარლამენტო ტრიბუნის და სხვა საპარლამენტო სიკეთეების მნიშვნელობა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ამომრჩევლის ჩვენდამი ნდობა და ის, რომ იცოდეს ჩვენმა ხალხმა, “ნაციონალური მოძრაობა” რასაც ამბობს, იმას აკეთებს და იქედან გამომდინარე მოქმედებს, რა დასკვნებსაც აკეთებს და რასაც ხალხს ესაუბრება.

წყარო: ptn.ge