ამ ეტაპზე საქართველოში, ვაქცინაცია სულ 138 151 ადამიანმა ჩაიტარა …

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 484-მა ადამიანმა გაიკეთა.

სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 138 151-მა მოქალაქემ ჩაიტარა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 343,603 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 326,423, გარდაიცვალა 18 პაციენტი.

წყარო: report.ge