პუბლიცისტი, დაათ ცაბაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ჩემი ემპირიული კვლევის მიხედვით, არსებობს რამდენიმე კოდური სიტყვა (ფრაზა), რომლის გაგონებისას ჭეშმარიტი პატრიოტი უკონტროლოდ აგრესიული ხდება.
ეროვნული გრძნობების მოზღვავება იწვევს მომატებულ ნერწყვდენას (ჰიპერსალივაცია), გახშირებულ გულისცემას, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია კრუნჩხვითი რეაქციები, ანალური სფინქტერის სპაზმი და როგორც შედეგი, ფატალური შედეგი.
წარმოგიდგენთ სიტყვების (ფრაზების) ჩამონათვალს, რომლებიც არასდროს არ უნდა წარმოთქვათ, თუ თქვენს წინაშე გულმხურვალე მამულიშვილია.
სია შემდგომში უფრო დაიხვეწება და შეივსება:
1. პოზნერის ელარჯი
2. გავრილოვის ღამე
3. 37 მანეთი
4. სტალინი
5. სტალინის მიერ დახვრეტილი 3 მილიარდი ქართველი
6. პუტინი
7. ერთმორწმუნე ერი
8. კრემლი
9. ბიძინა
10. ოლიგარქიული რეჟიმი
11. რუსეთ-საქართველოს 300-წლიანი ომი
12. ნატოში არ მიგვიღებენ
13. მტერთანაც საჭიროა მოლაპარაკებები
14. მაიონეზი “სლობოდა”.