„აჭარაში ზღვის სანაპიროზე ტურისტები პირბადის გარეშე დადიან“- უკვე სასაცილო ხდება გამყრელიძის განცხადებები

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ ხშირად მოუწოდებს, მაგრამ ახლა თავი კომიკურ ვითარებაში ჩაიგდო.

იგი ამბობს, რომ აჭარაში სანაპიროზე, ანუ პლაჟზე და მის მიმდებარედ ტურისტები პირბადის გარეშე დადიან. ალბათ მთავარ ეპიდემიოლოგს უნდა, რომ დამსვენებლებმა ზღვაშიც პირბადით იბანაონ, ხოლო რუჯი დამცავი ფარით მიიღონ.

“მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში, ზღვის სანაპიროზე ტურისტები პირბადის გარეშე დადიან. ეს დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, შემთხვევების ის ოდენობა, რომელიც გვაქვს, მაინც მაღალია. ზაფხულის პერიოდში მობილობის გაზრდით და რეგულაციების არდაცვის საფუძველზე შესაძლებელია იყოს შემთხვევების ზრდის რისკი”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

“რეზონანსი”