სამოქალაქო აქტივისტი ნათია ლაბარტყავა სოციალურ ქსელში 1 არხზე გასულ სიუჟეტს ეხმიანება და გზავნილს ავრცელებს:
ეს რა კოშმარია! ბავშვებს ყიდიდნენ ექიმები და ვითომც არაფერი, 4-წლიანი პირობითები მიუსაჯეს მარტო! და არც პროფესიული საქმიანობა შეუჩერეს!
დაეთრევიან ახლა ეს ექიმები და დაკეტილ კლინიკებში აღრიცხვის გარეშე იღებენ პაციენტებს, მათ შორის – ორსულებს!
რეგულირების სააგენტო ჭურში ზის!
ჯანდაცვის სამინისტრო ხო საერთოდ აეეე, ტყემლის ხეზეა ასული!
ფუ, როგორ მეზიზღება ყველა, ვინც ჯერ ამ საშინელებაში მონაწილეობს, რასაც ბავშვების გაყიდვა ჰქვია! და მერე ისინიც როგორ მეზიზღებით, ვინც ამ ხალხს მარტო პირობითებს უსჯით!
ერთ ჯგუფში ვარ გაწევრიანებული, სადაც დღე არ გავა, ერთი საშინელი ისტორია მაინც რომ არ დაწეროს ვინმემ, როგორ მოატყუეს მშობიარობის მერე, რომ ბავშვი დაეღუპა, ან ნაგლად გაუყიდეს, რადგან მშობიარეს მშობლებმა ასე გადაწყვიტეს!
ჯგუფის მეშვეობით ადამიანები ეძებენ დედებს, მამებს, დებს, ძმებს…
გული მისკდება, ისეთებს ვკითხულობ ხოლმე… და აი ეს ტრაგედიები ზუსტად იმ ექიმების ბრალია, ვინც პროფესიულ საქმიანობას ბოროტად იყენებდა და დღემდე იყენებს!
იმ რეგულირების სააგენტოს ბრალია, რომელიც ასეთი ექიმების სასჯელად მხოლოდ საჯარიმო სანქციებს ხედავს!
იმ მოსამართლეების ბრალია, ვინც ბავშვების გამყიდველ არაადამიანებს მხოლოდ პირობითებს უსჯის!
ამ ქვეყანას პატრონი არ ყავს და ჯანდაცვა ხო საერთოდ, გვაქვს რო??