“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკაში მოსვლა სიცრუით და ტყუილით არის ძალიან ცუდი. ბატონი გახარია, როდესაც გადადგა, სრულიად სხვა მიზეზები დაასახელა“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„ბატონ გახარიასთან მიმართებაში, ვიდრე პოლიტიკაში შემოვიდოდა უფრო მეტი ინტერესი იყო. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინტერესი არის ჩამქრალი. ეს იყო საშუალოზე დაბალი წარმოდგენა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. მის მიერ პასუხგაუცემულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მეტად გააჩინა ის სივრცე, რომ ნათლად დაინახა საზოგადოებამ, რაოდენ არათანმიმდევრული იყო მათი ეს განცხადებები. „ქართულ ოცნებას“ არავის დახმარება არ სჭირდება, სჯობს, თავის თავს დაეხმარონ, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, „ქართული ოცნება“ შუალედური თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს დამაჯერებლად, ხოლო რაც შეეხება ბატონი გახარიას შანსებს, ვფიქრობ, რომ იქნება მეოთხე-მეხუთე“ – განაცხადა ღუდუშაურმა.
წყარო: ptn.ge