“გეორგიევსკის ლენტი” საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია, სიმბოლო სამცხე-ჯავახეთის და აჭარის დედასამშობლოსთან შემოერთებისა – დავით გოგიშვილი

ბატონებო და ქალბატონებო!!! როგორც მოქალაქემ და პროფესიით ისტორიკოსმა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციისა და მოკვლევის საფუძველზე მსურს დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება ე.წ. ,,გეორგიევსკის ლენტი,,-სთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე.

ამ ლენტის ისტორია საფუძველს იღებს იმთავითვე მას შემდეგ, რაც კავკასიის მიმართულებით რუსეთს სტარტეგიული ინტერესები გაუჩნდა. პიატიგორსკთან ახლოს გეორგიევსკის სამხედრო ციხესიმაგრე იყო ერთ-ერთი პირველი ციხესიმაგრე, რომელიც რუსეთის საიმპერატორო კარის უშუალო მითითებით აშენდა. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ, რაც ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერატორს ეკატერინე მეორეს შორის მეგობრობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულება გაფორმდა და უკვე რუსეთმა ღიად განაცხადა თავისი სამხედრო-სტრატეგიული ინტერესების შესახებ კავკასიის რეგიონში, ეს ე.წ ,,გეორგიევსკის ლენტი,, გახდა ოფიციალური სიმბოლო და ნიშანი რუსეთის არმიის კავკასიის მიმართულებისა.
ამ სიმბოლიკის დროშის ქვეშ იბრძოდა:
1). რუსეთის არმია ყირიმში (1855-1856წწ),
2).სარიყამიშში,
3). შიპკის უღელტეხილზე გადასვლისას იუგოსლავიაში,
4).სამცხე-ჯავახეთის საქართველოსთან შემოერთებისას (1828-1829),
5).აჭარისა და ტაო-კლარჯეთის საქართველოსთან შემოერთებისას (1877-1878წწ)
6).რუსეთ-იაპონიის ომის დროს (1904წ).
7). 1914-1918 წწ პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთის მიმართულებით წარმოებულ ყველა ბრძოლებში.
?.1941-1945 წლების მეორე მსოფლიო ომის დროს ამ სიმბოლიკის დროშის ქვეშ იბრძოდნენ ქართული ეთნიკური დივიზიები, 46-ე არმია არმიის გენერალ კონსტანტინე ლესელიძის სარდლობით, გენერლები: პეტრე ჩხობაძე, პორფირე ჩანჩიბაძე, გიორგი ყურაშვილი.
ამ სიმბოლიკის ქვეშ გმირულად დაეცა რამოდენიმე ათასი ქართველი ქერჩის, ოდესისა და სევასტოპოლისათვისათვის ბრძოლებში.
,,გეორგიევსკის ლენტი,, კვალავ გამოჩნდა 2 წლის წინ ყირიმში განვითარებული მოვლენების დროს.
როდესაც საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, ხოლო ისტორიული კანონზიმიერების თანახმად, აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და დაიბრუნა უკრაინისათვის 1954 წელს გაურკვეველი არგუმენტებით ხრუშჩოვის მიერ ნაჩუქარი ტერიტორია. ყირიმელმა სეპარატისტებმა სწორედ ამიტომ გამოიყენეს ,,გეორგიევსკის ლენტი,, სიმბოლოდ ყირიმის დაკავებისა.
რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს, ამ ტრაგედისათან მიმართებაში ,,გეორგიევსკის ლენტის,, ნებისმიერ კონტექსტში გამოყენება არის ყოვლად აბსურდული და უარგუმენტო და არანაირი საერთო არ აქვს ამ უდიდეს ეროვნულ ტრაგედიასთან.
“გეორგიევსკის ლენტი” არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი, სიმბოლო სამცხე-ჯავახეთის და აჭარის დედასამშობლოსთან შემოერთებისა.
მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს ჩვენ, ამ სიმბოლიკის დროშის ქვეშ დაღვრილია ათიათასობით ჩვენი თანამემამულის სისხლი რუსეთის არმიის რუსი მეომრების მხარდამხარ.
მისი ტარება არის გემოვნების საკითხი, ისტორიის ცოდნისა და ფლობის პრობლემა და არაფერი არ აქვს საერთო ქვეყნის ღალატთან.
ამ ლენტის მიმართ აგრესიის გამოხატვა არის ურაპატრიოტული დემაგოგია!!!!!!!!!!!!!!!!!

დავით გოგიშვილი, ისტორიკოსი