სამოქალაქო აქტივისტი, ჯენი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
გუშინ,ქუჩის ბაზრობაზე, გოგონა ხარბად დასცქეროდა გასაყიდად გამოტანილ ბალს და დედას დაჟინებით სთხოვდა,მიყიდეო.
ბალი 15 ლარი ღირდა, მარწყვი_5.
ქალს არ უნდოდა შვილის გაწბილება და გამყიდველს,ბლის ნაცვლად, ნახევარი კილო მარწყვი ააწონინა… ვიდექი და სინანულით ვუყურებდი, ძლივს რომ აკოწიწებდა საცოდავი ქალი საფულედან ამოღებულ თეთრებს…
წამიერად გავიფიქრე, გოგონასთვის ერთი კილო ბალი მეყიდა,მაგრამ უპოვარი მანდილოსანი ისეთი გოროზი და ამაყი მეჩვენა,ვერ გავბედე?
P.S.ღირს კი ცხოვრება ქვეყანაში,სადაც დედ-მამა შვილებს წლის მოსავალს ვერ უყიდის?!მეტიც, ყოველივე ამის შემდეგ,არის კი დანდობის ღირსი საქართველოს ე.წ. დემოკრატიული ხელისუფლება?! რა თქმა უნდა,არა….