მგლების ხროვა მოზარდებს დაესხა თავს

აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მგლების ხროვა სკოლის მოსწავლეებს დაესხა თავს, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.

მგელი
PHOTO: PIXABAY / ALEXAS_FOTOS
რუსთავთან მგელი მამაკაცს თავს დაესხა
მტაცებლების თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაშავდა ორი არასრულწლოვანი – ბიჭი და გოგონა – და ორი მოზრდილი. მოზარდები ადგილობრივი მცხოვრებლების დახმარებით უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

გოგონას მდგომარეობა შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა და ის მალე გაწერეს სახლში, ბიჭს კი ჭრილობა ლოყაზე აქვს. ის სამკურნალოდ ქალაქ ნახიჩევანში გაგზავნეს.

მგლების თავდასხმის ბოლო შემთხვევა აზერბაიჯანში ამა წლის აპრილში მოხდა. მაშინ მტაცბლების ხროვა თავს დაესხა ცხვრის ფარას. 30 ცხვარი დაგლიჯეს სასიკვდილოდ, რვა კი დაჭრეს.

 

“სპუტნიკი”