გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 2 ადგილობრივი ინფექციაა, დანარჩენი კი იმპორტირებულია.
ჩინეთში კორონავირუსის 14 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 91,061 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყარო: newposts.ge