ნუგზარ წიკლაური “ნაცმოძრაობის” პარლამენტში შესვლას მხარს არ უჭერს

“ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება იმ პრინციპების და სიტყვების მიმართ, რომელიც ჩვენ გვქონდა და ვუთხარით ჩვენ ამომრჩევლებს” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

„პირადად ჩემი პოზიცია არის ცნობილი და ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება იმ პრინციპების და სიტყვების მიმართ, რომელიც ჩვენ გვქონდა და ვუთხარით ჩვენ ამომრჩეველს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი არგუმენტებია მეორე მხარეს.

ამ არგუმენტებს შორის გამოვყოფდი საერთაშორისო საზოგადოების ერთსულოვან პოზიციას, რომ ამ ეტაპზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შევიდეს პარლამენტში და ისე გააგრძელოს ბრძოლა. ასე იქნება და თუ ისე იქნება, ყველანაირი გადაწყვეტილება უნდა ემსახუროს ერთ მთავარ მიზანს – რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიდეს „ ნაციონალური მოძრაობა“ საშემოდგომო არჩევნებზე.

ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, უკლებლივ ყველა წევრი ჩვენ პოლიტიკურ საბჭოში და იმედი მაქვს ჩვენი მხარდამჭერებიც, დაემორჩილებიან ამ გადაწყვეტილებას და შემდეგი ნაბიჯები იქნება სრულად კოორდინირებული ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“ – განაცხადა წიკლაურმა.

წყარო: itv.ge