როგორც ჩანს, “ნაცებს” სააკაშვილმა დაავალა, რომ უკვე უნდა გადმოიტანონ პროცესები პარლამენტში

როგორც ჩანს, “ნაცებს” სააკაშვილმა დაავალა, რომ უკვე უნდა გადმოიტანონ პროცესები პარლამენტში – ალუდა ღუდუშაური.

„არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, “ნაციონალური მოძრაობა” იქნება პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. როგორც ჩანს, მათმა რეალურმა მმართველმა მიხეილ სააკაშვილმა დაავალა, რომ ახლა უკვე უნდა გადმოიტანონ პროცესები პარლამენტში. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ პარლამენტს აქვს დღის წესრიგი, ჩვენ ვმუშაობთ იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს ქვეყანას და საზოგადოებას” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს ჩანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომას გამოეხმაურა.

“როგორც ჩანს, მათ ნათლად დაინახეს, რა მოუტანა რადიკალურმა ნაბიჯებმა ევროპულ საქართველოს, რომლიც პრაქტიკულად უკვე აღარ არსებობს ან თუ არსებობს, უკვე არის ერთი კაცის პარტია, ამიტომ ნათლად გააცნობიერეს, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა მათი დასასრულის დასაწყისი იქნება, ასევე მათი მარცხის აღიარება იქნება პარლამენტში მათი შემოსვლა“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც გადაწყდება შევა თუ არა პარტია პარლამენტში.

წყარო: ptn.ge