“ზრდასრული ადამიანები არიან და თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ერთთვიანი თუ ორთვიანი ეპოპეა, შევა თუ არ შევა „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა დასრულდეს – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ეს ჩვენი საქმე არ არის, ამაზე ყველა პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.
შედიხარ და დოკუმენტს ხელს არ აწერ, ანუ რა, იმ რეფორმების რეალიზებაში არ იღებ მონაწილეობას? საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას არ მისცემ თუ რას ნიშნავს ეს? საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ? სახელმწიფოა, ზრდასრული ადამიანები ვართ, პოლიტიკური ძალები ვართ და თუ იღებ გადაწყვეტილებას სრულფასოვნად უნდა მიიღო და არა სანახევროდ” – განაცხადა ვაშაძემ.
წყარო: newposts.ge