სად გაქრა რიონის ხეობის მცველების ერთ-ერთი ლიდერი?

ხმაურია რიონის ხეობაში, სადაც “რიონიც მცველები” აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, მაკა სულაძეს ეძებენ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სულაძე სამართალდამცველებმა დააკავეს, თუნმცა მოგვიანებით ეს ცნობა არ დადასტურდა. მოგვიანებით კი რიონის მცველებმა თავად დაადასტურეს, რომ მკა სულაძე რკინის ბარიკადების მიღმაა გადასული და ხობაში შევლა მოახერხა. როგორ შეძლო ეს მაკა სულაძემ, უცნობია. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. გადაჭრით იმის თქმა, რომ მაკა სულაძე პოლიციის რკინის ჯებირებს მიღმაა, მაინც არ შეიძლება. მით უფრო, რომ ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, მათი ორი თანამებრძოლია დაკავებული.

 

“რეზონანსი”