ბევრი იწვალეს ცალკე ბატონმა გახარიამ, ცალკე „ნაცმოძრაობის“ პარტტელევიზებმა, მაგრამ ბრიფინგი საინტერესო მაინც ვერ შედგა – ნიკოლეიშვილი.
“ბევრი იწვალეს ცალკე ბატონმა გახარიამ, ცალკე „ნაცმოძრაობის“ პარტტელევიზებმა, მაგრამ ბრიფინგი საინტერესო მაინც ვერ შედგა” – ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიაზე წერს.
„თითქოს მწვავე კითხვებს უსვამდნენ ახალი პარტიის ლიდერს, თითქოს ძალიან კრიტიკულები და უკმაყოფილოები ჩანდნენ, იქით გახარია სათქმელს თან ამბობდა, თან ახალს არაფერს ამბობდა, რამდენიმე სერიოზულ უარყოფაც იყო-„ასე არ მითქვამს ან თქვენ ვერ გაიგეთ“ და ა.შ.
ძირითადი კი გამოიკვეთა – სრულიად გაკოტრებული ნაცოპოზიციას, მის მიმდევრებს და პარტტელევიზიებს აუცილებლად მოკავშირე სჭირდებათ, უფრო მეტიც თუ სკანდალური „ნიუსი“, არა მინიმუმ რაღაც „ამბებიც“ სჭირდება ისეთი, რომ ტელეეკრანიდან არ ჩამოვიდეს და რაღაცნაირად შეეცდებიან გახარია ამ კუთხით მუდმივად აპიარონ და ყურადღების ცენტრში ამყოფონ, იქნებ ამით დაასუსტონ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების წინ, აქედან რა გამოვა, იმის გათვალისწინებით თუ აქამდე რა გამოუვიდათ, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს“ – წერს ანალიტიკოსი.
წყარო: newposts.ge