მე მიხეილ სააკაშვილს შევხვდი გასულ კვირას ბრიუსელში. სააკაშვილი მესაუბრა ამ გეგმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შესულიყო პარლამენტში დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე. მე მას მაშინვე გავუზიარე ჩემი კრიტიკული მოსაზრება – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
„ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იმავეს ვფიქრობ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა მოაწეროს ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მომზადებულ და პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს.
ეს შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად დაიწერა და ოპოზიციის მოთხოვნების გათვალისწინება მოხდა. მიშელის დოკუმენტში სხვადასხვა ვალდებულებაა გაწერილი მმართველი გუნდისთვის და არა მარტო. დოკუმენტის თანახმად, პოლიტიკურ სპექტრმა შეთანხმების საფუძველზე უნდა შეცვალოს საარჩევნო კოდექსი და გაატაროს მართლმსაჯულების რეფორმა. დოკუმენტი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობს და წერია რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ყველა ეს შეთანხმება და მკაფიო ვალდებულებები საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვისა მნიშვნელოვანია და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა დასანანია“ – აცხადებს კუბილიუსი.
წყარო: itv.ge