მკვლელები კი, ისევ დაბრუნდნენ! ისევ თითს გვიქნევენ, ისევ – ტ@აკი დააყენეო, გვეუბნებიან… და ჩვენც ვაყენებთ! – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ირაკლი იმნაიშვილი ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის ჟურნალისტური გმოძიების დეტალებს იხსენებს……….
თითქოს მიყუჩდება ხოლმე ამ ტრაგედიის ტკივილი. მერე ღამით, ან ვინმესთან საუბრისას, ან ასეთი ინტერვიუს მოსმენისას გაგახსენდება და……. სიცოცხლე არ გინდა…
რამდენმა ადამიანმა გავიარეთ ეს საშინელი წნეხი, მუქარები, ცემა, იარეღის ჩარტყმა… “ტრაკი დააყენე, შემოგითვალეს! გაიგე… ზედმეტს ნუ ტლიკინებ…
და მაინც პროკურატურაში მიცემული ჩვენებები, ბრიფინგები, ინტერვიუები…
და რა… არც არაფერი შეურაცხყოფის მეტი!
მკვლელები კი ისევ დაბრუნდნენ! ისევ თითს გვიქნევენ, ისევ -ტრაკი დააყენეო!- გვეუბნებიან და… და ჩვენც ვაყენებთ!
ადვილია მართო მკვლელი, როდესაც მამხილებელი ფაქტები შენს ხელთაა… ჰო და, აი, პარლამენტშიც შევიდნენ!
არც ვიცი რითი დავამთავრო ეს პოსტი… ბოდუში ვუთხრა ზურას… მივაფურთხო ამ ხელისუფლებას, რომელმაც პარტნიორი “მეგობრების” რჩევა გაითვალისწინა და პრაქტიკულად გამოძიებული საქმე თაროზე შემოდო…
არ ვიცი….
უბრალოდ, ძალიან მტკივა საკუთარი უსუსურება, შელახული თავმოყვარეობა და მეგობრის ღალატი….
ძალიან მტკივა ეს დაუსრულებელი დუმილი…………………