ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ნაცსექტის ყველაზე ბინძური იდეოლოგი ბოკერია უსაფუძვლო ბრალდებების მიუღებლობაზე ლაპარაკობს!
ეს გარეწარი!
ყველაზე ბინძურ ბრალდებებს სწორედ ბოკერია და მისი სეფექალები და ჯიბისკაცები ისვრიან და ახლა გამოდის და თვალების ბრეცვით ლაპარაკობს, ვითომ თვითონ არაფერ შუაშია!
კარგია, რომ ქუჩაში დარჩა, თორემ ამას პარლამენტში ტიფამ უყურა!
პოლიტიკოსები თვითონაც არ მალავენ, რომ საქართველოს მოსახლეობას არჩევანი აქვს ცუდსა და უარესს შორის!
კარგსა და ცუდს შორის კი არა, ცუდსა და უარესს შორის!
როცა ლაპარაკობენ, საკუთარ თავს “ცუდებში” მოიაზრებენ, ოპონენტებს კი “უარესებში”!
ჰოდა, როცა ჩვენ ასარჩევად გვეყოლება კარგებს შორის საუკეთესო, სწორედ მაშინ შევძლებთ ნორმალური სახელმწიფოს აშენებას!
ვაცხადებ კონკურსს კარგებზე!
საუკეთესომდე ჯერ კიდევ შორია!