„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში ის ოპოზიციასთან ერთად საერთო კანდიდატებზე შეთანხმებასა და მათთან ერთად სამომავლო გეგმებზე მსჯელობას არ აპირებს. კოლეგებს კი მოუწოდებს, რომ კვლავ ბოიკოტის რეჟიმს დაუბრუნდნენ.
– “რა მაჟორიტარებზე მსჯელობა, ქვეყანა თავზე დაგვექცა, ადგილობრივი საკრებულოების მაჟორიტარებია აქ მთავარი საკითხი?!“ – ამბობს ნათელაშვილი გადაცემაში „დღის სტუმარი“.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ის მერობის კანდიდატი, „ლეიბორისტული პარტიის ლიდერი პასუხობს – „რა სისულელეა, მერად რა მინდა!“.
წყარო: bm.ge