სამწუხაროდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო – ნათელაშვილი

სამწუხაროდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ნამდვილად არ არის კარგი – ნათელაშვილი.

სამწუხაროდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ნამდვილად არ არის კარგი – ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ენმ-ს გადაწყვეტილებას.

„სამწუხაროდ, ძირითადი პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს ოლიგარქიული ხის სხვადასხვა ტოტებს. სამწუხაროდ, გუშინ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ნამდვილად არ არის კარგი. მე მათ მრავალ მხარდამჭერთან ერთად უაღრესად განვიცდი შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ გული არ გაიტეხოთ, ბრძოლა გაგრძელდება და ივანიშვილი აუცილებლად დამთავრდება“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

წყარო: ptn.ge