სრული ,,ბალაგანი”!
სხედან და ყბედობენ… როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე, ჩარფუზანა აქვთ გაბმული!
მეტი საქმე არ მიუცია ამათთვის ღმერთსა, არც არასდროს ჰქონიათ. პრინციპში, კოჭი ალჩუზე უზით, მაგითა სჭამენ პურსა და მაგითა ცხოვრობენ ხოშიანად.
ჰესები უნდა აშენდესო… კიო, პროგრესი საჭიროაო… მაგრამაო, ,,ქართულმა ოცნებამ” არ უნდა ააშენოსო, ჩვენ რომ მოვალთ, მერე უნდა აშენდესო, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფულებს იპარავენო… თუ არ იპარავენ, მოიპარავენ, ყოველ შემთხვევაში, არ ვენდობითო.
ჰა, ჰა, ჰა!
სწორედ ეგრე თქვეს, არ ვენდობითო, ბიძინა ივანიშვილი კორუმპირებულიაო, მაგას ეგ ჰესი ბიტკოინების გამოსამუშავებლად უნდაო, ეს ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიაო.
?
სხედან ყოველ საღამოს და ყბედობენ… ამჯერად ჰესებზე. არც ხელშეკრულება აქვთ წაკითხული, არც ექსპერტების აზრი აინტერესებთ, არც სპეციალისტებს უსმენენ, თვითონ ყველაფერი იციან.
ფუჰ!
იციან კი არა, სრული ,,ბალაგანია”… უვიცთა დოღი!
რომ სთხოვო, განცხადებას ვერ დაგიწერენ უშეცდომოდ… ,,თხა და გიგოზე” ვერაფერს გეტყვიან… წიგნს დამარცვლით წაგიკითხავენ, წინადადებას თითს გააყოლებენ.
ჰა, ჰა, ჰა!
ამ დროს ყველაფერი იციან, ამ ჩემის გადანგრეულებმა!
იციან არა, იხვის ტოლმა!
ამათში ყველაზე ჭკვიანი მაინც კაკო ბობოხიძე გამოდგა, ადრე თოფ რო ისროდა და ეხლაც თოფი სროლა რო უნდა. ავაშენოთო, კაცო, შეიძლება გამოგვადგესო. თუ არ გამოგვადგება, დავშალოთ და გავყიდოთო, რა პრობლემააო?
?
ვინც ამათ აყბედებს, ისინი მთლად ვერ არიან… ათასი სისულელე გადმოდინდება ხოლმე მაგათი პირიდან!
ამ ფოტოზე 6 დებილია… არა და, უფრო მეტნი არიან, უბრალოდ სხვადასხვა ტელეუბორნიებში გადაანაწილა კიეველმა ,,უმფროსმა”.
?
არაო, ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ ჯერ არაო, ჩვენ რო მოვალთ, მერე, ამათ არ ვენდობითო.
ლაშა ჩხარტიშვილმა თვალები გადაატრიალა მრავალმნიშვნელოვნად და… ჰო, ფაქტობრივად ეგრეაო.
?
ღმერთო, დალოცე საქართველო!
გელა ზედელაშვილი; სოციალური ქსელი