სტალინმა ებრაელებს სახელმწიფო შეაქმნევინა: დაიცავით და განამტკიცეთ თქვენი ქვეყანა,  სისხლით მოიპოვეთ თავისუფლებაო… -კაკო სვანიძე

აფხაზეთის ომის ვეტერანი კაკო სვანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

1947 – ი წლის ნოემბერში, „გაეროს“ მიერ მიღებული, 181 – ე რეზოლუცია – ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შესახებ – სტალინის უშუალო დამსახურებაა. ეს იყო, მისი დიდი დიპლომატიური გამარჯვება – პოტსდამის კონფერენციის შემდეგ.

სტალინმა ამით, დიდი დარტყმა მიაყენა – ბრიტანეთის იმპერიას – ახლო აღმოსავლეთში. მას, დომინანტის როლი შეურყია, და ამაში, ძალიან კარგად გამოიყენა – ებრაელობა.
1948 – ა წლის 14 მაისს, დღის 4 საათზე, როტშილდის ბულვარზე მდებარე, მუზეუმის შენობაში – თელ – ავივში, ისრაელის მომავალმა პრემიერ – მინისტრმა – დევიდ ბენჰურიონმა, ისრაელის დამოუკიდებლობის გამოცხადებით, არაბული სამყარო შეარყია, და მათთან ერთად, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა – ბრიტანეთსაც. ეს კი – საბჭოეთის პოლიტიკის წისქვილზე, ასხამდა წყალს. ამ პოლიტიკას, სხვა მრავალთან ერთად, სწორედ – სტალინი უძღვებოდა. სწორედ მან გამოიყენა – ებრაელობა საკუთარი მიზნებისთვის, და ისიც კარგად იცოდა რომ, მომავალში – საბჭოურ – ისრაელური ურთიერთობები, შეიცვლებოდა.
მიგნებულ, ერთ – ერთ დოკუმენტში, პოლინა ჟემჩუჟინა, – მოლოტოვის მეუღლე, ასეთ რამეს იხსენებდა:
,,არავინ იფიქროს რომ, შესაძლებელი იყო – სტალინის მოტყუება. ეს, არავის ძალუძდა, და არც – ებრაელებს გაუკეთებიათ. მე – ებრაელი ვარ. კარგად ვიცნობ ჩემს ერს, და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ, სტალინს, ჩემი თანამემამულეები – აღმერთებდნენ. იოსებ ბესარიონოვიჩი, უმაშტაბო მოთამაშე იყო. ისრაელის სახელმწიფოს შექმნა, მას – ბრიტანელების დეზორიენტირებისთვის, და ახლო აღმოსავლეთში – მათი პოზიციების შესარყევად, შემდგომ კი, ინგლისელების – იქიდან გამოსარეკად სჭირდებოდა. ამ გეოპოლიტიკურ ამოცანას, მან ფილიგრანული – შესაშური სიბრძნით გაართვა თავი. მას მერე, რაც ახლად შექმნილ ისრაელს, არაბობამ – გამანადგურებელი ომი გამოუცხადა, სანაცვლოდ, სტალინმა – ებრაელებს – სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, და ომიც მოაგებინა. პარალელურად, საბჭოეთში – სიონისტებს ავიწროებდნენ. დამაპატიმრეს მეც. ამ ყოველივეს კი, მოძლიერებული – ისრაელისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობის, გაფუჭება მოჰყვა. ისრაელი დასავლეთისკენ გადაიხარა. არაბული სახელმწიფოები კი, ახლა – საბჭოეთისკენ წამოვიდნენ. ბრიტანეთი, დაბნეულობამ დაიპყრო. ამ დაბნეულობას კი – ახლო აღმოსავლეთიდან, მათი გამოძევება მოიტანა, და სწორედ ეს იყო – სტალინის პოლიტიკის მთავარი მიზანი. მან, ასეთი კომბინაციით, მოიშორა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მეტოქე, და მიამიტები კი ამბობენ, – ებრაელებმა სტალინი მოატყუესო“….

სტალინის ეს გეგმა, ებრაელებსაც გამოადგათ, და თავადაც გამოიყენა ისინი. სტალინი, თავისუფლად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც – ახალი ებრაული სახელმწიფოს ნათლია – დამაარსებელი, და ეს არც – სტალინისთვისაა დასაძრახი, და არც – ებრაელებისთვის სათაკილო.

მარტივად რომ ვთქვა, სტალინმა ებრაელებს სახელმწიფო შეაქმნევინა – ახლო აღმოსავლეთში, ბრძოლის ცეცხლი შეაგდო, და ამით ებრაელობას უთხრა: მიდით, დაიცავით და განამტკიცეთ თქვენი ქვეყანა, – სისხლით მოიპოვეთ თავისუფლებაო, და დღემდე ეს, ასეა….