სწორედ მაშინ, აშშ-ის ზეწოლით,  პოლიტიკური თანამდებობები დაიკავეს უწარსულო, უსამშობლო, უნამუსო არსებებმა- ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ეს არის ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის 2016 წლის გამოსვლიდან:
“მანქანა ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და პირად ჩემს მიმართაც. ამის მიზეზი, მხოლოდ ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის მათ დამარცხებაში, სააკაშვილის გუნდის გაღიზიანებას კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც ნამდვილად არ ცდებიან. აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ.”–ბ. ივანიშვილი
ბატონმა ივანიშვილმა კარგად იცოდა ის, რაც რეალურად ხდება დღეს!
კერძოდ:
2016 წელის საპარლამენტო სიების ფორმირებისას ადგილი ჰქონდა სერიოზული ზეწოლას “ მეგობარი” დასავლეთის, კიდევ უფრო მეტად “ მეგობარი” აშშ- სგან გარკვეული პირების სიაში მოხვედრის პროცესზე და ყველაფერი ეს კონტროლდებოდა ამერიკის ელჩის მხრიდან. სწორედ მაშინ დაიკავეს პოლიტიკური თანამდებობები მდინარაძემ, ზარდიაშვილმა, ჩუგოშვილმა, კობახიძემ, ოხანაშვილმა და მათმა მსგავსმა ათობით უწარსულო, უსამშობლო, უნამუსო არსებებმა. სწორედ მაშინ მოხდა იმის დასაწყისი, რისი დასასრულიც ქვეყნის გადარჩენის ტოლფასია დღეს!
დიახ, 2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა დანამდვილებით იცოდა, რომ ნაციონალების ხელისუფლებაში მობრუნება უაპელაციოდ იდგა დღის წესრიგში!
გარდაუვალობა აღსრულდა! დღეს საკანონმდებლო ხელისუფლება კოალიციურია და თუ ეროვნული, პატრიტული, ტრადიციებისათვის მებრძოლი, კონსერვატიული ძალების გართიანება არ მოხდა, აღმასრულებელ ხელისუფლებასაც გადაინაწილებენ ოცნების ლიბერასტ- ფსევდოდემოკრატები და ნაციონალური მოძრაობის სადისტები!
ივანიშვილმა ვერ შეძლო დროის მანქანის შეჩერება! სწორედ 2016 წელს ჩანერგილმა მანქურთებმა აჯობეს და აიძულეს დაეტოვებინა პოლიტიკური ასპარეზი. იმ პირობით, რომ სისხლიანი სააკაშვილის ეპოქაც დასრულდებოდა! ანუ, პრინციპმა- მე წავედი და ეს შავი ჭირიც გავიყოლეო, არ იმუშავა.
– ბატონო ბიძინა, ხომ ხვდებით, რომ დიდი ტყუილის თანამონაწილე გახდით! ხომ ხვდებით, რომ კობახიძე მდინარაძის “ რასკლადში” პაიკივით გაგწირეს! ხომ ხედავთ, რომ დღეს ისევ მიშას ავანტიურების გარშემო როკავენ თქვენი “ კარგი ბიჭები”?! ისევ მიშაზეა დამოკიდებული მათი შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, შარლ მიშელის “კაპიტულაციის აქტის” შესრულება, პოლიტიკური სტაბილურობის ილუზიის შექმნა!
გამოსავალი ბუნდოვანია და არც მე მაქვს სურვილი დავემსგავსო ტალეირანს მედროვეობაში. ამიტომ, პირდაპირ ვიტყვი, დროის უკან შემობრუნება და სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად საქართველოს გადაქცევა რომ ვერ შესძლონ, უნდა გაერთიამდეს ტრადიციონალისტურ- კონსერვატიული ძალები და ისტორიაში არსებული ბრძოლის ყველა მეთოდის გამოყენებით დაასრულონ ის, რაც თქვენ დაიწყეთ და დაგვიტოვეთ! ძალიან ვწუხვარ, რომ გამოეთიშეთ ერის გადარჩენისთვის დაწყებულ უთანასწორო ბრძოლას!
ჩვენ, ვისთვისაც სამშობლო სიცოცხლეზე მეტია, ბრძოლას ვაგრძელებთ!
სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია!