ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა- პირბადე არ ეკეთა თუ ქეიფობდა ხშირად?!

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მინისტრი თავს კარგად გრძნობს , თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.