პუბლიცისტი დიტო ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
90 წლებიდან მახსოვს სხვა ერების დაცინვის ტენდენცია.
და ყველას ვისაც ვეცინოდით ნარკომანიის,მრუშობის, მამათმავლობის, ლოთობის და სხვა რამეების გამო, მგონი ყველას გავასწარით….
ყველაფერი ბუმერანგივით დაგვიბრუნდა უკან.
ასე ემართებანი იმ ხალხს, რომელსაც ვერ გაუგია რა უნდა, საით მიდის და მხართეძოზეა წამოწოლილი – ვიღაც ხომ მოვა და გვიშველისო.
ასეა ზუსტად პოლიტიკაშიც, რადგან საშინაო პოლიტიკა განსაზღვრავს საგარეოს.
უსახო, უინტელექტო ხალხი, ვინც ადრე ვერ მოახდინა თვითრეალიზაცია, მათი ეპოქაა ეს. ლიბერალებს რომ კითხო, სამოთხეში ვცხოვრობთ, ქვეყანა ვითარდება თურმე საშვილთაშვილო ვალების ფონზე და ამ დროს ემიგრანტებს და მათ ოჯახის წევრებს, არ გვეძლევა ერთად ცხოვრების ბედნიერება. ასეთ მშვიდობას მართლა ომი ჯობია, ერთი იდეა მაინც იქნება.